თემა: რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება?

თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ პირველი თავის ციფრული ვერსია „რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება.“
მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.
ელექტრონული რესურსის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე. © Project Harmony, Inc., 2015
ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ.
ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს.

რესურსით სარგებლობისთვის ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი

რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება?

დღევანდელი გაკვეთილი დავიწყოთ  დემოკრატიის ცნების განმარტებით. ტერმინი დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ხალხის მმართველობას გულისხმობს. დემოკრატიული მმართველობის ფორმა  მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, იყვნენ თანასწორნი, მიიღონ აქტიური მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოში მიმდინარე  პროცესებზე.

დღევანდელ მსოფლიოში არსებული დემოკრატიული ქვეყნებისთვის დემოკრატია მხოლოდ სახელმწიფო მართვის საშუალება არ არის, იგი ცხოვრების წესსაც წარმოადგენს. დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე თავისუფალია თავის არჩევანში, თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს, გააჩნია თვითგამოხატვის უფლება (სიტყვის, შეკრების და ა.შ.), ასოციაციების შექმნის თავისუფლება, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქემ იცის თავისი უფლებები და შეუძლია მათი დაცვა. ასევე მას გათვითცნობიერებული აქვს საკუთარი მოვალეობები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.

დ

როგორც ხედავთ,  დემოკრატიის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს, ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით.  მმართველობის ყველა სხვა ფორმა არღვევს ამ პრინციპს.  მაგალითად, ავტოკრატული სახელმწიფო მმართველობის დროს ძალაუფლება კონკრეტული ადამიანის ან გარკვეული სოციალური კლასის ხელშია, ისინი დანარჩენი მოსახლეობის სახელით იღებენ გადაწყვეტილებას და ფეხქვეშ თელავენ ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს, პიროვნების ღირსებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვას. ხშირად ავტოკრატი ხელისუფალნი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლესაც ხელყოფენ. ამის მაგალითი გახლდათ საბჭოთა კავშირი, რომლის ტოტალიტარულმა რეჟიმმა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უნდა გვახსოვდეს, რომ ტოტალიტარიზმი დემოკრატიის საპირისპირო ცნებაა. იგი არის ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო გაბატონებულია საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი ცდილობს, კონტროლი დაამყაროს საზოგადოების ყველა სფეროზე.

2

სამწუხაროდ, დღესაც არსებობენ ტოტალიტარული სახელმწიფოები, მაგალითად, კუბა, სადაც იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ჩრდილოეთ კორეა დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა რეალურად ავტორიტარული რეჟიმია გაბატონებული.

2009 წლის კვლევის შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაცია „თავისუფლების სახლი“-ს (,,Freedom House“-ის) მონაცემებით, მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ხარისხის მიხედვით, ქვეყნები სამ ძირითად კატეგორიად ერთიანდებიან: დემოკრატიული ქვეყნები, ნაწილობრივ დემოკრატიული ქვეყნები და არადემოკრატიული ქვეყნები. ქვემოთ, რუკაზე სწორედ  ამ სისტემის მიხედვით არიან გადანაწილებული ქვეყნები. 

5

5

როგორც ხედავთ, 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ქვეყნების უმეტესი ნაწილი დემოკრატიული და ნაწილობრივ დემოკრატიულია. თითქმის ყველა ევროპული საზოგადოება დემოკრატიულად ითვლება. ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნებში იგულისხმება ქვეყნები, სადაც ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები შეზღუდულია.

დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობები აქტიური მოქალაქეობისათვის

რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პასუხისმგებლობის ხარისხს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლიდანვე გააცნობიეროთ თქვენი როლი და პასუხისმგებლობა იმ გარემოში, რომელშიც იმყოფებით.

აუცილებელია, გააცნობიეროთ, რომ სკოლა არაა ადგილი, სადაც მხოლოდ განათლებას ვიღებთ, არამედ ესაა ადგილი, სადაც, განათლების მიღებასთან ერთად, ვცხოვრობთ, ვიზრდებით და პიროვნებებად ვყალიბდებით; ვსწავლობთ, როგორ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ გარემოზე, რომლის ნაწილიც ვართ და როგორ გავხადოთ ეს გარემო უკეთესი, ვიდრე არის.

პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი სავარაუდო გადაწყვეტილების ყველა შესაძლო ალტერნატივას, მის შედეგებს, გავლენას სხვა ადამიანებზე - ოჯახის წევრებზე, თანაკლასელებზე, სკოლაზე, საზოგადოებაზე. ვითვალისწინებთ, რომ ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა, ამავე დროს ეს თავისუფლება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა სხვაზე, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები ისე, რომ პატივი ვცეთ სხვის უფლებებსაც. სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობას - ადამიანები იცავენ როგორც საკუთარ, ასევე სხვის უფლებებს და იღებენ პასუხისმგებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვის და ქვეყნის პრობლემებზე.

ზოგადად, პასუხისმგებლობაზე საუბრისას, განიხილავენ პასუხისმგებლობის რამდენიმე ტიპსა და დონეს. მაგ., თვითმმართველობის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, პროფესიული თუ მედიის პასუხისმგებლობა, მშობლის, მასწავლებლის და ა.შ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა გარკვეულ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უფლებებზეა დაფუძნებული. ძირითადად, გამოიყოფა სამი მთავარი დონე: იურიდიული პასუხისმგებლობა, სამოქალაქო  პასუხისმგებლობა და მორალური პასუხისმგებლობა.

იურიდიული პასუხისმგებლობა  არის კანონმდებლობით და სხვადასხვა ნორმატიული დოკუმენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობები;

სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის მოქალაქის პასუხისმგებლობა, რომელიც კონკრეტულ სოციუმში ჰარმონიულ თანაცხოვრებასა და საზოგადოებაში მის მდგრადობას განაპირობებს: იზრუნოს საკუთარი და სხვისი უფლების დაცვასა და კეთილდღეობაზე.

მორალური პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა, რომელსაც პირადი დამოკიდებულებები, სოციალური, მორალური და ეთიკური ღირებულებები განსაზღვრავს.

ხშირად ვერ ხერხდება დაკისრებული პასუხისმგებლობების, მაგ. მორალური და იურიდიული, ან მორალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობების შეთანხმება და ამ წინააღმდეგობის საფუძველზე ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ დილემის წინაშე.

ddbdb

გადაწყვეტილების მიღება ხშირად დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ყოველთვის არ ხერხდება უფლებების, პასუხისმგებლობების და ღირებულებების ჰარმონიული თანხვედრა, პირიქით, ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და სწორედ ეს წინააღმდეგობა ქმნის დილემას. სირთულეს ქმნის ასევე ის, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ „სურვილებით“ ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობის უმაღლეს კატეგორიას. სწორედ ამ, ერთგვარ გამოცდასა თუ გამოწვევას გულისხმობს რუსთაველისეული „რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, რაცა გწადს, რა საქმნელია“.

დემოკრატიულ საზოგადოებაში  ადამიანთა გაერთიანებების მრავალი ფორმა არსებობს. ისინი მიისწრაფვიან საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევისაკენ. საქართველოში ბევრი ასეთი ორგანიზაციაა. მაგალითისათვის გავიხსენოთ საქართველოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციები:

  • ფონდი ”პირველი ნაბიჯი”;
  • უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი ”იავნანა”;
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი;
  • საქართველოს კარიტასი;
  • კათარზისი.

ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად მოღვაწეობს სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად.

მსოფლიოში ბევრი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციაა, მაგალითად:

  • „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“(International Federation for Human Rights) http://www.fidh.org
  • „ ამნესტი ინტერნეიშენელი“ (Amnesty International) http://www.amnesty.org/
  • „ჰუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch) http://www.hrw.org
  • „თავისუფლების სახლი“ (Freedom House) http://www.freedomhouse.org

ყველა ასეთი ტიპის ორგანიზაცია აქტიურად მოღვაწეობს ჭეშმარიტი აზრის მობილიზაციაზე და, ასევე, ცდილობს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, რომ გავლენა მოახდინონ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებზე.

ასეთი ინტერესთა ჯგუფები შუამავლის როლს ასრულებენ ცალკეულ ინდივიდებსა და ხელისუფლებას შორის. მათი მოღვაწეობის შედეგად - ღია დებატების, დიალოგის, კომპრომისისა და კონსენსუსის გზით - დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც  მოქალაქეების კეთილდღეობას გააუმჯობესებენ.

დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეებს უფლება  აქვთ, მშვიდობიანი შეკრებებისა და თავიანთი პროტესტის ძალადობის გარეშე გამოხატვისა. დემონსტრაციები, პეტიციები, მარშები, მიტინგები, სახალხო გამოსვლები, პიკეტი, პროკლამაციები და პამფლეტები, პლაკატების გამოფენა, ლოზუნგები, საპროტესტო წერილები, დარბაზის დემონსტრაციული დატოვება, უარის თქმა სამთავრობო ჯილდოებზე, ბოიკოტი, შიმშილობა, საპროტესტო გაფიცვა და ა.შ. წარმოადგენენ პროტესტის ფორმებს, რომლებიც უსამართლობის წინაარმდეგ არის მიმართული.  პროტესტის ასეთი ფორმები ყოველთვის იყო დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.

საზოგადოებრივი აქტიურობის ზემოთ ჩამოთვლილი  ყველა საშუალება და მეთოდი მხოლოდ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება განხორციელდეს სრულად და მოგვცეს რეალური დადებითი შედეგი.

რა უნდა გვახსოვდეს:

ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში მეტია ადამიანის მოტივაცია, სხვადასხვა სახით მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვინაიდან აქ მართლაც უსმენენ თითოეული მოქალაქის ხმას.

უნდა გახსოვდეთ, რომ დემოკრატიული საზოგადოება აყალიბებს აქტიურ მოქალაქეს და პირიქით, აქტიური მოქალაქე ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელიც შემდეგ ღირებულებებზეა დაფუძნებული:

სიცოცხლე: არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საფრთხე ემუქრება თქვენს ან სხვების სიცოცხლეს.

თავისუფლება  მოიცავს პირად დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. აერთიანებს, ასევე შეკრების თავისუფლებას. როდესაც ხალხს აქვს საკუთარი რწმენა, შეხედულებები და იდეები და მათ აქვთ უფლება, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები.

  • პირადი დამოუკიდებლობა - სახელმწიფო კონტროლის გარეშე ფიქრისა და ქცევის უფლებას გულისხმობს;
  • პოლიტიკური დამოუკიდებლობა - პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას წარმოადგენს;
  • ეკონომიკური დამოუკიდებლობა - პირადი საკუთრების ყიდვის, გაყიდვის და კომერციული მიზნებით გამოყენების უფლებაა, რომელიც ასევე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საქმიანობის/შრომის/მუშაობის უფლებაცაა.

ბედნიერება ის ღირებულებაა, როდესაც  შენ გაქვს უფლება, იზრუნო საკუთარ ბედნიერებაზე, ოღონდ ამით არ უნდა დააზიანო სხვა.

საერთო სარგებელი წარმოადგენს  საერთო, საქვეყნო კეთილდღეობისთვის ან ყველას სასარგებლოდ გუნდურ მუშაობას.

სამართლიანობა გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი თანაბრად უნდა ინაწილებდეს საზოგადო სარგებელსაც და ვალდებულებებსაც. არავის აქვს ინდივიდუალური ან ჯგუფური უპირატესობის უფლება.

თანასწორობა გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის უფლება. ყველას აქვს უფლება, იყოს თანასწორი, მიუხედავად რასის, სქესის, რელიგიის, წარმომავლობისა და ეკონომიკური სტატუსისა.

მრავალფეროვნება გულისხმობს ადამიანთა ჯგუფების კულტურული, ენობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებების აღიარებას და უნდა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოების სიძლიერის ნიშანი.

სიმართლე: ხელისუფლება არ უნდა ატყუებდეს ხალხს და არ უნდა უმალავდეს ინფორმაციას. არც ხელისუფლებას და არც ხალხს არ აქვს ტყუილის უფლება.

სახალხო სუვერენიტეტი: აღნიშნული ღირებულება გულისხმობს, რომ ხელისუფლების ძლიერების სათავე არის ხალხი.

პატრიოტიზმი : ხალხი გამოხატავს საკუთარ სიყვარულსა და ერთგულებას თავისი ქვეყნისა და მისი ღირებულებების მიმართ, როგორც სიტყვებით, ასევე საქციელით და ზრუნავს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კანონმორჩილება : როგორც ხალხი, ასევე ხელისუფლება უნდა ემორჩილებოდეს კანონს.

ძალთა გადანაწილება : ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოები ინსტიტუციურად უნდა იყოფოდეს და მხოლოდ ერთი შტო არ უნდა იყოს მთელი ძალაუფლების მატარებელი.

წარმომადგენლობითი მთავრობა : ხალხს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი მთავრობაში.

კონტროლი და ბალანსი : ხელისუფლების სამივე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს ძალები უნდა ბალანსდებოდეს და არც ერთი არ უნდა იყოს დომინანტი. თითოეულ შტოს აქვს უფლება, აკონტროლოს დანარჩენი ორის საქმიანობა.

ინდივიდუალური უფლებები : ყველა ინდივიდს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების, ეკონომიკური დამოუკიდებლობის და ბედნიერების ფუნდამენტური უფლება.

ტექსტის წაკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს. აირჩიეთ ერთი სწორი პასუხი.

1. ტერმინი "დემოკრატია" ბერძნული სიტყვაა და ხალხის მმართველობას გულისხმობს, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს:
ა) იყვნენ თანაბარნი
ბ) მიიღონ აქტიური მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
გ) დაცული იქნას უმრავლესობის ინტერესები, უფლებები და თავისუფლებები
დ) ჰქონდეთ, როგორც ბეჭდური, ასევე ციფრული სახით ინფორმაცია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე
2. დღევანდელ მსოფლიოში არსებული დემოკრატიული ქვეყნებისთვის:
ა) დემოკრატია მხოლოდ სახელმწიფო მართვის საშუალებაა
ბ) დემოკრატია ცხოვრების წესია
გ) დემოკრატია სახელმწიფო მართვის საშუალება ან ცხოვრების წესია
დ) დემოკრატია სახელმწიფო მართვის საშუალება და ცხოვრების წესია
3. დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე:
ა) თავისუფალია თავის არჩევანში, კორექტულად გამოხატავს საკუთარ აზრს, აქვს თვითგამოხატვის უფლება (სიტყვის, შეკრების და ა.შ.)
ბ) იცნობს თავის უფლებებს და შეუძლია მათი დაცვა
გ) აცნობიერებს საკუთარ მოვალეობებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინაშე
დ) თავისუფალია შექმნას ასოციაციები, კანონი ყველასათვის ერთნაირია.
4. დემოკრატია ძირითადად, განისაზღვრება, როგორც:
ა) პროცესი, ამავდროულად როგორც ფიქსირებული სისტემა
ბ) პროცესიც და ფიქსირებული სისტემაც
გ) პროცესი და არა როგორც ფიქსირებული სისტემა
5. დემოკრატიული სახელმწიფოები ვითარდებიან განსაზღვრული მიზნებისა და იდეალების, შემდეგი ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით:
ა) თავისუფლება, თანაბრობა, ერთგვაროვნება, ტოლერანტობა
ბ) მოქალაქეთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების აღსრულებაში
გ) სამართლიანობა, მრავალფეროვნება, სახალხო სუვერენიტეტი, პატრიოტიზმი, კანონშემოქმედებითობა
დ) ძალთა გადანაწილება, წარმომადგენლობითი მთავრობა, კონტროლი და ბალანსი, ინდივიდუალური უფლებები
6. მთელი ძალაუფლება ეკუთვნის უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს:
ა) ავტოკრატიული სახელმწიფო მმართველობის დროს
ბ) დემოკრატიული მმართველობის დროს
გ) მერიტოკრატიული მმართველობის დროს
დ) ტოტალიტარული მმართველობის დროს
7. დემოკრატიული მმართველობის დროს:
ა) ძალაუფლება კონკრეტული ადამიანის ან გარკვეული სოციალური კლასის ხელშია, რომლებიც დანარჩენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომიდინარე იღებენ გადაწყვეტილებას და საჭიროების შემთხვევაში არღვევენ ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებს
ბ) ხელისუფალნი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხელყოფენ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს
გ) ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან სახელმწიფო სტრუქტურებში წარმოდგენილ პირებს ეკუთვნით
დ) მოქალაქეებს აქვთ საშუალება იყვნენ აქტიურად ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებს ეკუთვნით
8. ტოტალიტარულ სახელმწიფოში:
ა) ხელისუფლების სამივე შტო მუშაობს დამოუკიდებლად
ბ) იზღუდება ადამიანის მოთხოვნები და მოთხოვნილებები
გ) იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები
9. დემოკრატიის განვითარების ხარისხის მიხედვით ქვეყნები შემდეგ კატეგორიებად იყოფიან:
ა) ნაწილობრივ დემოკრატიული, დემოკრატიული, არადემოკრატიული
ბ) დემოკრატიული, სოციალისტური, არადემოკრატიული
გ) დემოკრატიული, ნეიტრალური, არადემოკრატიული
10. სიცოცხლე:
ა) სახელმწიფოს გარდა არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საფრთხე ემუქრება უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირთა სიცოცხლეს
ბ) არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს ინტერესებს
გ) არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საფრთხე ემუქრება თქვენს ან სხვების სიცოცხლეს
11. თავისუფლება:
ა) უარყოფს პირად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას
ბ) ახარისხებს შეკრების თავისუფლებას
გ) ხალხს აქვს საკუთარი რწმენა, შეხედულებები, იდეები და უფლება, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები
12. პირადი დამოუკიდებლობა:
ა) სახელმწიფო კონტროლის გარეშე ფიქრისა და ქცევის უნარს გულისხმობს
ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ფიქრისა და ქცევის უნარს გულისხმობს
გ) სახელმწიფო კონტროლის გარეშე ფიქრისა და ქცევის უფლებას გულისხმობს
13. პოლიტიკური დამოუკიდებლობა:
ა) პოლიტიკურ პროცესებში პარტიული საქმიანობის უფლებას წარმოადგენს

გ) პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას წარმოადგენს
14. ეკონომიკური დამოუკიდებლობა:
ა) პირადი საკუთრების ყიდვის, გაყიდვის და კომერციული მიზნებით გამოყენების უფლებაა, რომელიც ასევე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საქმიანობის/შრომის/მუშაობის უფლებაცაა
ბ) კორპორატიული საკუთრების ყიდვის, გაყიდვის და კომერციული მიზნებით გამოყენების უფლებაა, რომელიც ასევე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საქმიანობის, შრომის, მუშაობის უფლებაცაა
გ) პირადი საკუთრების ყიდვის, გაყიდვის და კომერციული მიზნებით გამოყენების უფლებაა, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საქმიანობის, შრომის, მუშაობის უფლებას.
15. სამართლიანობა გულისხმობს:
ა) ყველა ადამიანის მიერ საზოგადო სარგებლისა და ვალდებულებების თანაბრად განაწილებას
ბ) ინდივიდუალური, მაგრამ არა ჯგუფური უპირატესობის უფლების არსებობას
გ) ყველა ადამიანის მიერ საზოგადო რესურსების თანაბარ განაწილებას
16. თანასწორობა გულისხმობს:
ა) რომ ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური, სოციალისტური და ეკონომიკური თანასწორობის უფლება
ბ) რომ ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური, სოციალური და არა ეკონომიკური თანასწორობის უფლება, ყველას აქვს უფლება, იყოს თანასწორი, მიუხედავად რასის, სქესის, რელიგიის, წარმომავლობისა და ეკონომიკური სტატუსისა
გ) ყველას აქვს უფლება, იყოს თანასწორი, მიუხედავად რასის, სქესის, რელიგიის, წარმომავლობისა და ეკონომიკური სტატუსისა
17. მრავალფეროვნება გულისხმობს:
ა) ქვეყნის კულტურული, ენობრივი, რელიგიური თუ პოლიტიკური განსხვავებების უგულებელყოფას, რაც ძლიერი საზოგადოების მახასიათებელს წარმოადგენს
ბ) ადამიანთა ჯგუფების კულტურული, ენობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებების აღიარებას, რაც ძლიერი საზოგადოების მახასიათებელს წარმოადგენს
გ) ადამიანთა ჯგუფების კულტურული, პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებების აღიარებას, რაც მრავალსაუკუნოვანი საზოგადოების მახასიათებელს წარმოადგენს
18. სიმართლე:
ა) ხელისუფლება არ უნდა ატყუებდეს ხალხს
ბ) ხელისუფლება ფორს მაჟორულ სიტუაციაში უნდა უმალავდეს ინფორმაციას ხალხს
გ) ხელისუფლებას და არა ხალხს აქვს ტყუილის უფლება
19. სახალხო სუვერენიტეტი გულისხმობს, რომ:
ა) ხელისუფლების კეთილდღეობის სათავე არის ხალხი
ბ) ხელისუფლების ძლიერების სათავე არის ხალხი
გ) ხელისუფლების ძლიერების რესურსი არის ხალხი
20. პატრიოტიზმი:
ა) ხალხი გამოხატავს სიყვარულსა და ერთგულებას თავისი ქვეყნისა და მისი ღირებულებების მიმართ სიტყვით და მოქმედებით
ბ) ხალხი გამოხატავს სიყვარულსა და ერთგულებას თავისი ეროვნული ინტერესების მიმართ სიტყვით და/ან მოქმედებით
გ) ხალხი ზრუნავს პირადი, ოჯახური ინტერესების დასაცავად და განსაკუთრებით ქვეყნის საკეთილდღეოდ
21. კანონმორჩილება არის როდესაც:
ა) ხალხი ემორჩილება კანონს
ბ) ხალხი ემორჩილება ხელისუფლებას
გ) ხალხი და ხელისუფლება ემორჩილება კანონს
22. ძალთა გადანაწილება:
ა) ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოები ინსტიტუციურად უნდა იყოფოდნენ და მხოლოდ ერთი შტო არ უნდა იყოს მთელი ძალაუფლების მატარებელი
ბ) ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოები ინსტიტუციურად უნდა მონაცვლეობდნენ და მხოლოდ ერთი შტო არ უნდა იყოს მთელი ძალაუფლების მატარებელი
გ) ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოები რეიტინგულად უნდა იყოფოდნენ და მხოლოდ ერთი შტო არ უნდა იყოს მთელი ძალაუფლების მატარებელი
23. წარმომადგენლობითი მთავრობა:
ა) ხალხს აქვს მოვალეობა და უფლებაც, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი მთავრობაში
ბ) ხალხს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი მთავრობაში
გ) ხალხს აქვს მოვალეობა, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი მთავრობაში
24. კონტროლი და ბალანსი:
ა) ხელისუფლების სამივე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს ძალები უნდა ბალანსდებოდეს და არც ერთი უნდა იყოს დომინანტი. თითოეულ შტოს აქვს უფლება, აკონტროლოს დანარჩენი ორის საქმიანობა
ბ) ხელისუფლების სამივე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს ძალები უნდა ბალანსდებოდეს დომინანტი შტოს მიერ, რომელსაც აქვს უფლება, აკონტროლოს დანარჩენი ორის საქმიანობა
გ) ხელისუფლების სამივე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო, შტოს ძალები არ უნდა ბალანსდებოდეს. დომინანტ შტოს აქვს უფლება, აკონტროლოს დანარჩენი ორის საქმიანობა
25. ინდივიდუალური უფლებები:
ა) ყველა ინდივიდს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების, ეკონომიკური დამოუკიდებლობის და ბედნიერების ფუნდამენტური უფლება
ბ) ყველა ინდივიდს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების, ეკონომიკური დამოუკიდებლობის ან ბედნიერების ფუნდამენტური უფლება
გ) ყველა სრულწლოვანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების, ეკონომიკური დამოუკიდებლობის ან ბედნიერების ფუნდამენტური უფლება
{"name":"თემა: რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება?", "url":"https://www.quiz-maker.com/QYQEZKO","txt":"თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ პირველი თავის ციფრული ვერსია „რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება.“ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.ელექტრონული რესურსის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე. © Project Harmony, Inc., 2015ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ.ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., რესურსით სარგებლობისთვის ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი, რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება?   დღევანდელი გაკვეთილი დავიწყოთ  დემოკრატიის ცნების განმარტებით. ტერმინი დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ხალხის მმართველობას გულისხმობს. დემოკრატიული მმართველობის ფორმა  მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, იყვნენ თანასწორნი, მიიღონ აქტიური მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოში მიმდინარე  პროცესებზე. დღევანდელ მსოფლიოში არსებული დემოკრატიული ქვეყნებისთვის დემოკრატია მხოლოდ სახელმწიფო მართვის საშუალება არ არის, იგი ცხოვრების წესსაც წარმოადგენს. დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე თავისუფალია თავის არჩევანში, თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს, გააჩნია თვითგამოხატვის უფლება (სიტყვის, შეკრების და ა.შ.), ასოციაციების შექმნის თავისუფლება, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქემ იცის თავისი უფლებები და შეუძლია მათი დაცვა. ასევე მას გათვითცნობიერებული აქვს საკუთარი მოვალეობები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.   როგორც ხედავთ,  დემოკრატიის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს, ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით.  მმართველობის ყველა სხვა ფორმა არღვევს ამ პრინციპს.  მაგალითად, ავტოკრატული სახელმწიფო მმართველობის დროს ძალაუფლება კონკრეტული ადამიანის ან გარკვეული სოციალური კლასის ხელშია, ისინი დანარჩენი მოსახლეობის სახელით იღებენ გადაწყვეტილებას და ფეხქვეშ თელავენ ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს, პიროვნების ღირსებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვას. ხშირად ავტოკრატი ხელისუფალნი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლესაც ხელყოფენ. ამის მაგალითი გახლდათ საბჭოთა კავშირი, რომლის ტოტალიტარულმა რეჟიმმა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უნდა გვახსოვდეს, რომ ტოტალიტარიზმი დემოკრატიის საპირისპირო ცნებაა. იგი არის ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო გაბატონებულია საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი ცდილობს, კონტროლი დაამყაროს საზოგადოების ყველა სფეროზე. სამწუხაროდ, დღესაც არსებობენ ტოტალიტარული სახელმწიფოები, მაგალითად, კუბა, სადაც იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ჩრდილოეთ კორეა დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა რეალურად ავტორიტარული რეჟიმია გაბატონებული. 2009 წლის კვლევის შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაცია „თავისუფლების სახლი“-ს (,,Freedom House“-ის) მონაცემებით, მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ხარისხის მიხედვით, ქვეყნები სამ ძირითად კატეგორიად ერთიანდებიან: დემოკრატიული ქვეყნები, ნაწილობრივ დემოკრატიული ქვეყნები და არადემოკრატიული ქვეყნები. ქვემოთ, რუკაზე სწორედ  ამ სისტემის მიხედვით არიან გადანაწილებული ქვეყნები.  5 როგორც ხედავთ, 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ქვეყნების უმეტესი ნაწილი დემოკრატიული და ნაწილობრივ დემოკრატიულია. თითქმის ყველა ევროპული საზოგადოება დემოკრატიულად ითვლება. ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნებში იგულისხმება ქვეყნები, სადაც ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები შეზღუდულია.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker