თემა: დისკრიმინაცია და თანასწორობა - ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია

ელექტრონული რესურსის გამოსაყენებლად შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი
თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ მესამე თავის პირველი თემის ციფრული ვერსია „დისკრიმინაცია და თანასწორობა. ყველა განსხვავებულია - ყველა თანასწორია“
მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.
ელექტრონული რესურსის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე. © Project Harmony, Inc., 2015
ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ.
ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს.

ამ გაკვეთილზე თქვენ გაეცნობით დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაძლევის საშუალებებს.

დისკრიმინაცია სიტყვასიტყვით განსხვავებას ნიშნავს, მაგრამ ამ ცნებას გაცილებით რთული შინაარსი აქვს. იგი ადამიანთა განსხვავების საფუძველზე მათ შორის უსამართლო მოპყრობას, ძალადობას, დევნას, გადასახლებას, აკრძალვებს, ჩაგვრას გულისხმობს. დისკრიმინაციის ცნების არსის გააზრების მიზნით, გაგაცნობთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქის ძირითად ღირებულებას – ტოლერანტობას, ეს ცნება ხშირად დემოკრატიის სინონიმადაც იხმარება.

ტოლერანტობის გაგება სხვადასხვა კულტურაში, მათი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, განსხვავებულია. ქართულში ტოლერანტობის სინონიმი შემწყნარებლობაა.

საქართველო ცნობილია თავისი ტოლერანტული განწყობით. აქ საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მართლმადიდებლური, სომხური, კათოლიკური ტაძრების, ებრაული სინაგოგის, მუსლიმანური მეჩეთის ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობა.

დროთა განმავლობაში მსოფლიო კულტურებში არსებულ ტოლერანტობის ზნეობრივ ღირებულებებს დაემატა პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნები და შეიქმნა „ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია“, რომლის მიხედვითაც ტოლერანტობა არის მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების, ამ კულტურებში არსებული სხვადასხვა ღირებულების გამოხატვის ფორმების, განსხვავებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარება. ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ხელს უწყობს განათლება, კომუნიკაცია, აზრის თავისუფლად გამოთქმის უნარი, შეგნება და რწმენა.

ტოლერანტობა არის განსხვავებათა ჰარმონია. იგი არ არის მხოლოდ მორალური მოვალეობა, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა. ტოლერანტობა არის მაღალი ზნეობრივი მოვალეობა, რომელიც ღირსებას უტოლდება. იგი ხელს უწყობს მშვიდობას და შესაძლებელს ხდის ომის კულტურის მშვიდობის კულტურით ჩანაცვლებას. აღნიშნული დეკლარაცია 1995 წლის 16 ნოემბერს, მსოფლიოს 185-მა სახელმწიფომ მიიღო.

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ტოლერანტობის ცნების „ხერხემალი“ ადამიანის უფლებების პატივისცემაა. ტოლერანტობა ხელს უწყობს პლურალიზმს და კანონიერების დამკვიდრებას, რაც, როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, დემოკრატიის საფუძველია.

ტოლერანტობა არ ნიშნავს შემწყნარებლობას სოციალური უსამართლობისა და კანონდარღვევის მიმართ. იგი არც გულგრილობასა და საკუთარი ინტერესების დათმობას გულისხმობს.

შეუძლებელია ყველა სახის საქციელი მისაღები იყოს ჩვენთვის. ადამიანების ისეთი ქცევა, რაც სხვათა უპატივცემულობას გამოხატავს ან ზიანს აყენებს სხვას – მაგალითად: სიცრუე, ქურდობა – რა თქმა უნდა, ვერ იქნება შეწყნარებული. ასეთი ქცევის მიმართ ვერ ვიქნებით ტოლერანტულები. ასევე, ტოლერანტობა ნიშნავს, მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც სხვები გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ. ტოლერანტობის ცნების გააზრებაში ასევე დაგეხმარებათ მისი საწინააღმდეგო ცნების – არატოლერანტობის გამოვლინებების შესწავლა. არატოლერანტული ქცევის საფუძველს წარმოადგენს გარკვეული ადამიანების რწმენა, რომ მათი ხედვა, ღირებულებათა სისტემა, ცხოვრების წესი სხვებზე უკეთესია. ამგვარი დამოკიდებულება იწვევს განსხვავებული პიროვნების დისკრიმინაციას. შეუწყნარებლობა არა მარტო პიროვნებებს შორის იწვევს ძალადობას, არამედ – ეთნოსებსა და სახელმწიფოებს შორისაც. სახელმწიფოთა შორის ძალადობა ომით მთავრდება. ტოლერანტობის მთავარი არსი კი ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლაა. სწორედ არატოლერანტული ქცევა უშლის ხელს ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას.

არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის გამოვლინებებია:

  • სხვისი შეურაცხყოფა;
  • დაცინვა;
  • გარიყვა;
  • ძალადობა;
  • დაშინება, მუქარა;
  • რასიზმი[1]– წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი ადამიანთა ჯგუფების შესახებ, ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით;
  • ფაშიზმი – იდეოლოგია, რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისკენ; დამახასიათებელია ყოველგვარი დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვა, საკუთარი ერის განდიდება და მისი კულტურის უნიკალურობის მტკიცება;
  • ექსპლუატაცია – ვინმეს ან რაიმეს უსამართლოდ, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება;
  • იმპერიალიზმი  – სახელმწიფოს მიერ საზღვრებს მიღმა ძალაუფლების გავრცელება და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა;
  • რელიგიური და კულტურული სიმბოლოების წაბილწვა;
  • ვანდალიზმი – საზოგადოების ან კერძო პირის კუთვნილი კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაზიანება და განადგურება;
  • განდევნა;
  • აპარტეიდი[2]  – რასობრივი დისკრიმინაციის[3] ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რასობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთით გამოიხატება.
  • რეპრესიები – სხვადასხვა სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა;
  • გენოციდი[4]  – რომელიმე ეთნიკური, ნაციონალური, რელიგიური ან რასობრივი ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივ განადგურება.

რომ დავძლიოთ არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის შედეგი – ძალადობა, უნდა ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზები. ყველა არატოლერანტული ქცევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზი ნეგატიური სტერეოტიპები[5], წინასწარშეგონებები და ეთნოცენტრიზმია[6].

განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:

ეთნოცენტრიზმი არის ეთნიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ტრადიციებისა და ფასეულობების გადაჭარბებული შეფასება და საკუთარი ჯგუფის უპირატესად წარმოდგენა. ეთნოცენტრიზმი ეთნოსებს შორის კონფლიქტს იწვევს.

წინასწარშეგონებები – წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებები ხელს გვიშლის, რეალურად დავინახოთ და შევაფასოთ ადამიანები და მიმდინარე მოვლენები. წინასწარშეგონება არის ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ან მოვლენის გაცნობამდე, მოვლენის გააზრებამდე შექმნილი მცდარი აზრი, რადგან შემფასებელი საერთოდ არ იცნობს ან ცუდად იცნობს განსახილველ საკითხს.

სტერეოტიპები არის შეხედულებები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვიყალიბდება ადამიანებზე, მოვლენებზე, ადამიანთა ჯგუფებზე.  „სტერეოტიპი“ ბერძნული სიტყვაა. სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი, „სტერეო“ ნიშნავს მყარს, მეორე, „ტიპოს“კი – ანაბეჭდს. სტერეოტიპი წარმოადგენს ადამიანის მიერ ქცევის ნორმების, ტრადიციების, სხვა ღირებულებების უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებებით შეფასებას.

სტერეოტიპის შექმნის დროს ხდება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ ჩვენი მოსაზრების განზოგადება. საზოგადოება ხშირად უსამართლოდ ქმნის და სამუდამოდ აწესებს ზოგიერთ სტერეოტიპს, რომელიც ხშირად ხდება უსამართლო დევნისა და დისკრიმინაციის მიზეზი. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში ჩვენ განვაზოგადებთ ჩვენს შეხედულებას. ამ განზოგადების საფუძველს წარსულში მიღებული გამოცდილება, წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებში წაკითხული ამბები, ტელევიზიიდან ან ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისგან მიღებული ინფორმაცია, ნანახი კინოფილმები წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვიქმნით წინასწარ განწყობას პიროვნების მიმართ არა რეალურ ფაქტებზე, არამედ სტერეოტიპებზე დაყრდნობით. ხშირად ვექცევით სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელთანაც არ გვაქვს სისტემატური შეხება. ძველ ამერიკულ კინოფილმებში აფროამერიკელები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც უვიცები, ზარმაცები და მოძალადეები, რამაც ხელი შეუწყო აფროამერიკელების შესახებ მცდარი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას.

სტერეოტიპის ნათელი მაგალითი გენდერული სტერეოტიპებია, როდესაც ქალები და მამაკაცები ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად არ მონაწილეობენ, მათი როლები თანაბრად არ ნაწილდება.

განვიხილოთ საქართველოში დამკვიდრებული ერთ-ერთი გავრცელებული გენდერული სტერეოტიპი:

ქალის ადგილი სახლშია, ქალის მთავარი მოვალეობა დიასახლისობაა.

როგორ დავძლიოთ ეს და, საერთოდ, ნებისმიერი სტერეოტიპი?

  • სტერეოტიპის დაძლევის მიზნით, უნდა შეაგროვოთ მაგალითები, რომლებიც აქარწყლებს სტერეოტიპს;
  • უარი თქვათ ნეგატიურ სტერეოტიპზე;
  • უკეთ გაიცნოთ იმ ადამიანთა ჯგუფის ტრადიციები, კულტურა და ა. შ. ვისზეც არის შექმნილი სტერეოტიპი.

გენდერული სტერეოტიპი თანდათან იმსხვრევა. ქალის როლი და იმიჯი დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალა. ხშირად გვხვდება საქმიანი იმიჯის მქონე ქალი – ოფიციალურ სამოსში გამოწყობილი და საქმიანი მანერით.

შესაძლოა, საქმიანი იმიჯის მქონე ქალბატონი სულაც არ იყოს დაკავებული ბიზნესით და მისი ქცევის მანერა და ჩაცმულობა მხოლოდ ილუზია იყოს.

სწორედ ეს არის სტერეოტიპის მონათესავე ტერმინის – იმიჯის ძირითადი არსი. იმიჯი კონკრეტულ საგანზე, ადამიანზე ხელოვნურად, სპეციალურად შექმნილი წარმოდგენაა. იგი ხშირად ფაქტებს კი არ ეფუძნება, არამედ პრესტიჟს, ემოციებს, აზრებს და ა.შ. იმიჯი ხელს უშლის ობიექტის რეალურ აღქმას. იმიჯის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანია საქმიანი ადამიანისათვის. იმიჯს ფართოდ იყენებენ რეკლამაში, პროპაგანდაში[7]. „მასობრივი საშუალებები“ ხშირად, რეალური სახეების ნაცვლად, სწორედ სტერეოტიპებსა და იმიჯს იყენებენ.

დისკრიმინაციას ხშირად იწვევს უცოდინრობა. რაც არ ვიცით, უცნაურად გვეჩვენება და ამიტომ გვეშინია განსხვავებულის. მას ეჭვის თვალით ვუყურებთ და ხშირად აგრესიულადაც ვეპყრობით.

ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკრიმინაცია შეიძლება გამოხატული იყოს განათლებისა და სოციალური მომსახურების მიღების შეზღუდვით, ადამიანთა იგნორირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებაში თანამონაწილეობის შეზღუდვით, დაცინვით, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ქალებისა და უმცირესობათა კარიერული წინსვლისათვის დამატებითი ბარიერების შექმნით.

ხშირად უმცირესობათა ჯგუფები სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, დღეს კიდევ არსებობს რასისტული ორგანიზაციები: „თეთრი დანები“, „ნეონაცისტები”, ”სკინჰედები” (skinhead – თმაგადაპარსული) და სხვა, რომლებიც ღიად აცხადებენ თავიანთ დისკრიმინაციულ და რასისტულ შეხედულებებს.

სტიგმა

დისკრიმინაციის კიდევ ერთი მიზეზი სტიგმაა[8]. სტიგმა არის მცდარი, „გაყინული“ შეხედულება, მიკრული იარლიყი, რომელიც იწვევს პიროვნების ან ჯგუფის მარგინალიზაციას[9], ანუ გარიყვას.

სტიგმატირებული ადამიანის დისკრიმინაციას ხშირად მოსდევს კონფლიქტი და ძალადობა. სტიგმის შედეგად ხდება ადამიანის განდევნა საზოგადოებიდან.  სტიგმა მრავალგანზომილებიანი ცნებაა. იგი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციალური. სტიგმა გვხვდება საზოგადოებაშიც და ოჯახშიც. ჩვენ შეგვიძლია, ადვილად განვსაჯოთ და გავრიყოთ სხვა იმ მიზეზით, რომ ის ჩვენგან განსხვავებულია, მისი გვეშინია, ან არ მივიჩნევთ იმ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით. სტიგმის„მსხვერპლნი“ უმეტესად ხდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, გარკვეული დაავადების (მაგ., აივ/შიდსის) მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ჯგუფების წევრები, დევნილები, ლტოლვილები და სხვ.

მხოლოდ საზოგადოების ჯანსაღ დამოკიდებულებას შეუძლია, თავიდან აიცილოს სოციუმის გარკვეულ წევრთა სტიგმატიზაცია. ყოველმა პიროვნებამ უნდა გაითავისოს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იყოს იმ საზოგადოების წევრი, რომელშიც ცხოვრობს.

აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა

სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც აივ/შიდსს უკავშირდება, ნაწილობრივ, შიშისა და გაუგებრობის საფუძველზე განვითარდა. აივ-ის დიაგნოზი იწვევდა პანიკას, შიშსა და უმწეობის განცდას. დღეს ცნობილია, რომ უკვე შესაძლებელია შიდსის მკურნალობა და დაავადებულმა ადამიანებმა, შესაძლოა, მრავალი წელი იცოცხლონ. მიუხედავად ამისა, ზოგადად, დაავადებისა და ინფექციისადმი შიში კიდევ არსებობს, რაც ინფიცირებულთა მიმართ საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით არის განპირობებული. სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ეშინიათ თავიანთი სტატუსის გამჟღავნების; მათ ურჩევნიათ, თავი აარიდონ აივ/შიდსზე გამოკვლევას, ეს კი ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. დაავადებისადმი ასეთი მიდგომა გამოიწვია საზოგადოების უარყოფითმა დამოკიდებულებამ ინფიცირებულების მიმართ.

მაგალითად, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის გადასხმის შედეგად დაინფიცირდა ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალბატონი. მას აივ/შიდსით დაავადებული ჩვილი გაუჩნდა. გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ სისხლის აღება მოხდა ე.წ. ფანჯარა პერიოდში. ეს ის პერიოდია, როდესაც აივ/შიდსის ვირუსი დაფარულ სტადიაში იმყოფება. სწორედ ამან გამოიწვია ქალბატონის დაინფიცირება. სასამართლომ დაზარალებულს მცირედი კომპენსაცია მიანიჭა. ახლა ოჯახი ქალაქის გარეუბანში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ისინი არ მუშაობენ, მათ არავინ ეკონტაქტება.

როგორ ავიცილოთ თავიდან სტიგმა? 

სახელმწიფომ დაიწყო სტიგმასთან ბრძოლა. იგი კანონმდებლობებით ცდილობს „გარიყული“ ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში. მაგ., სახელმწიფომ გამოსცა „საქართველოს კანონი აივ ინფექცია/ შიდსის შესახებ“, სადაც განხილულია სახელმწიფო პოლიტიკა დაავადების მიმართ. კანონი ავალდებულებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინფიცირებულთა უფლებების და ღირსების დაცვას. ამავე დროს, კანონმა უნდა უზრუნველყოს დაავადებულთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილება. სახელმწიფომ ასევე შეიმუშავა დევნილთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის სტრატეგიები.

__________________________________________________________________

[1]რასიზმი – მოსაზრება, რომადამიანთაერთირასამეორეზეუკეთესია.

[2]აპარტეიდი – რასობრივიდისკრიმინაციისერთ-ერთიფორმა, რომელსაცმმართველიფენაახორციელებსადგილობრივიმოსახლეობისმიმართ.

[3]რასობრივიდისკრიმინაცია – ადამიანისთვისრასის, კანისფერის, წარმომავლობის, ნაციონალურიანეთნიკურიკუთვნილებისმიხედვითნებისმიერიშეზღუდვის, განსხვავების, გამონაკლისისანუპირატესობისმინიჭებისპროცესი. რასობრივიდისკრიმინაციისდროსხდებაპოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურულიანსაზოგადოებრივიცხოვრებისნებისმიერსხვასფეროშიადამიანისინდივიდუალურუფლებათადაძირითადთავისუფლებათა, თანასწორობისპრინციპებისაღიარებისადამისიგანხორციელებისშესაძლებლობებისუარყოფა, დაკნინება.

[4]გენოციდი – საგანგებოსისტემატურიქმედებები (მკვლელობა, ფიზიკურიდაგონებრივიზიანისმიყენება, შობადობისშეზღუდვა, ბავშვებისძალადობრივიჩამოცილებამშობლიურიადგილებიდან), რაცმიზნადისახავსკონკრეტულიეთნიკური, პოლიტიკურითუკულტურულიჯგუფისგანადგურებასანმისიენის, რელიგიისადაკულტურისმოსპობას.

[5]სტერეოტიპი – ადამიანებისანიდეებისძალზეგამარტივებული, განზოგადებულიდახშირადგაუცნობიერებელიაღქმა, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოსწინასწარშექმნილინეგატიურიაზრიდადისკრიმინაცია.

[6]ეთნოცენტრიზმი – მოსაზრება, რომერთიეთნიკურიჯგუფისჯობსმეორეს.

[7]პროპაგანდა – (ლათ. propa- ganda, სიტყვასიტყვითნიშნავს – ექვემდებარებაგავრცელებას) პროპაგანდისსაშუალებითადამიანებისშეხედულებებზე, აზრებზე, ზოგადადცნობიერებაზე, სხვადასხვასიმბოლოებისსაშუალებით (სიტყვით, ლოზუნგებით, მუსიკით, მედიასაშუალებებითდასხვ.) ხორციელდებაიდეურიზეწოლა. მიზნისმისაღწევადპროპაგანდისტი (პირი, რომელიცეწევაპროპაგანდას) გვერდსუვლისანამახინჯებსმნიშვნელოვანფაქტებსდაცდილობს, აუდიტორიასმიაწოდოსმხოლოდმისთვისმისაღებიინფორმაცია.

[8]სტიგმა – ძველსაბერძნეთში: მონისანდამნაშავისსხეულზედასმულიდამღა. ადამიანისდანიშვნაუარყოფითიდამღით.

[9]მარგინალი – სოციალურიჯგუფისგარეთმყოფი, გაძევებული.

1. „დისკრიმინაცია“ სიტყვასიტყვით განსხვავებას ნიშნავს, მაგრამ ამ ცნებას გაცილებით რთული შინაარსი აქვს და ის გულისხმობს:
ა) ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ
ბ) უსამართლო მოპყრობას, ძალადობას, დევნას, გადასახლებას, აკრძალვებს, ჩაგვრას
გ) ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების შემდეგ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის შეწყვეტას
2. ტოლერანტობა დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქის ძირითადი ღირებულებაა, რომელიც ხშირად დემოკრატიის სინონიმადაც იხმარება:
ა) მისი გაგება სხვადასხვა კულტურაში, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, განსხვავებულია.
ბ) მისი სინონიმი ქართულში შემგუებლობაა.
გ) მისი გაგება სხვადასხვა კულტურაში, სოციალურ-კულტურული რეალობიდან გამომდინარე, განსხვავებულია.
3. ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც:
ა) დროთა განმავლობაში მსოფლიო კულტურებში არსებულ ტოლერანტობის ზნეობრივ ღირებულებებს დაემატა პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნები
ბ) მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების/ღირებულებების გამოხატვის ფორმები ჰარმონიაში მოვიდა ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებთან
გ) ტოლერანტი ადამიანის აღზრდის საქმეში თანამედოვე ტექნოლოგიების დამსახურებით მნიშვნელობა დაკარგა განათლებამ, აზრის თავისუფლად გამოთქმის უნარმა, შეგნებამ და რწმენამ
4. ტოლერანტობა:
ა) არის განსხვავებათა ურთიერთშეჯახება და დემოკრატიის საფუძველი, რომელიც ხელს უწყობს პლურალიზმს და კანონიერების დამკვიდრებას, ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას.
ბ) არის მხოლოდ მორალური და ღირსების ტოლფასი ზნეობრივი მოვალეობა და არა პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნა.
გ) ნიშნავს შემწყნარებლობას სოციალური უსამართლობისა და კანონდარღვევის მიმართ, გულგრილობასა და საკუთარი ინტერესების დათმობას, რაც ხელს უშლის მშვიდობას და შესაძლებელს ხდის ომის კულტურის მშვიდობის კულტურით ჩანაცვლებას.
დ) გამორიცხავს და ვერ ითავსებს ადამიანების ქცევას (ქურდობა, სიცრუე), რომელიც ზიანს აყენებს სხვას ან სხვათა უპატივცემულო გამოხატავს.
5. ტოლერანტობის საწინააღმდეგო ცნება არის არატოლერანტობა:
ა) რომლის საფუძველსაც წარმოადგენს გარკვეული ადამიანების ირონია, რომ მათი ხედვა, ღირებულებათა სისტემა, ცხოვრების წესი სხვებზე უკეთესია.
ბ) რომელიც არა მარტო პიროვნებებს შორის იწვევს ძალადობას, არამედ ეთნოსებსა და სახელმწიფოებს შორისაც.
გ) რომლის მთავარი არსი ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლაა.
6. არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის გამოვლინებებია:
ა) სხვისი შეურაცხყოფა, დაცინვა, გარიყვა, ეროვნული უმრავლესობის რელიგიური და კულტურული სიმბოლოების წაბილწვა.
ბ) ძალადობა, ვანდალიზმი, დაშინება, მუქარა, განდევნა, ექსპლუატაცია.
გ) რასიზმი, ფაშიზმი, კაპიტალიზმი, აპარტეიდი, რეპრესიები, გენოციდი.
7. ყველა არატოლერანტული ქცევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზი არის:
ა) არამეცნიერული სტერეოტიპები/ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუცნობიერებელი აღქმა.
ბ) ეთნოშთაგონებები,რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია.
გ) ეთნოცენტრიზმი ანუ მოსაზრება, რომ ერთი ეთნიკური ჯგუფი სჯობს მეორეს.
8. ეთნოცენტრიზმი არის:
ა) ეთნიკური უმცირესობების მიერ საკუთარი ტრადიციებისა და ფასეულობების გადაჭარბებული შეფასება და საკუთარი ჯგუფის უპირატესად წარმოდგენა, რომელიც ეთნოსებს შორის კონფლიქტს იწვევს.
ბ) ეთნიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ტრადიციებისა და ფასეულობების გადაჭარბებული შეფასება და საკუთარი ჯგუფის უპირატესად წარმოდგენა, რომელიც ეთნოსებს შორის კონფლიქტს იწვევს.
გ) ეთნიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ტრადიციებისა და ფასეულობების მოკრძალებული შეფასება და საკუთარი ჯგუფის უპირატესად წარმოდგენა, რომელიც ეთნოსებს შორის კონფლიქტს გამორიცხავს.
9. წინასწარშეგონებები არის:
ა) წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებები, რომელიც ხელს გვიშლის, ობიექტურად შევაფასოთ ადამიანები და მიმდინარე მოვლენები.
ბ)უმრავლესობის მიერ უმცირესობის გაცნობამდე შექმნილი მცდარი აზრი, რადგან შემფასებელი საერთოდ არ იცნობს ან ცუდად იცნობს ისტორიას
გ) ისტორულად ჩამოყალიბებული შეხედულებები, რომელიც ხელს გვიშლის, ობიექტურად შევაფასოთ ადამიანები და მიმდინარე მოვლენები.
10. სტერეოტიპული აზროვნებისას:
ა) ჩვენ ვიქმნით წინასწარ განწყობას პიროვნების მიმართ, მაგრამ არა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით
ბ) შეუძლებელია ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი უსამართლოდ შევაფასოთ
გ) ისტორიის შესწავლის შედეგად ადამიანის მიმართ გვიყალიბდება მართლზომიერი განწყობა.
11. გენდერული სტერეოტიპის დასაძლევად:
ა) უნდა შეაგროვოთ ლეგენდები, რომლებიც აქარწყლებს სტერეოტიპს.
ბ) პოზიტიური სტერეოტიპების ფორმირებით უარი თქვით ნეგატიურ სტერეოტიპებზე.
გ) უკეთ გაიცანით იმ ადამიანთა ჯგუფ(ებ)ის ტრადიციები, კულტურა და ა. შ. ვისზეც არის შექმნილი სტერეოტიპი.
12. სტერეოტიპის მონათესავე ტერმინი არის „იმიჯი“:
ა) რომელიც კონკრეტულ საგანზე, ადამიანზე ხელოვნურად, სპეციალურად შექმნილი ნაწარმოებია.
ბ) რომელიც ხშირად ფაქტებს და პრესტიჟს ეფუძნება, რაც ხელს უშლის ობიექტის რეალურ აღქმას.
გ) რომელსაც ფართოდ იყენებენ რეკლამასა და პროპაგანდაში.
13. დისკრიმინაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება გამოხატული იყოს:
ა) განათლებისა და სოციალური მომსახურების მიღების შეზღუდვით, ადამიანების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით
ბ) სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებაში თანამონაწილეობის შეზღუდვით
გ) ქალებისა და უმცირესობათა კარიერული წინსვლისათვის ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ხელსაყრელი გარემოს შექმნით.
14. სტიგმა:
ა) არის დისკრიმინაციის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ერთგანზომილებიანი ცნებაა, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, იურიდიული ან სოციალური.
ბ) არის მცდარი, „ულტრათანამედროვე“ შეხედულება, მემკვიდრეობითი იარლიყი, რომელიც იწვევს პიროვნების ან ჯგუფის გაღარიბებას, ანუ გარიყვას და ის გვხვდება საზოგადოებაშიც და ოჯახშიც.
გ) რომლის „მსხვერპლნი“ უმეტესად ხდებიან შშმ პირები, გარკვეული დაავადების (მაგ., აივ/შიდსის) მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ჯგუფების წევრები, დევნილები, ლტოლვილები და სხვ.
15. სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულების შიში გაამჟღავნონ თავიანთი სტატუსი:
ა) ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას.
ბ) გამოიწვია საზოგადოების უარყოფითმა დამოკიდებულებამ ინფიცირებულების მიმართ.
გ) ავალდებულებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინფიცირებულთა იზოლაციას და უმრავლესობის უფლებების და ღირსების დაცვას.
{"name":"თემა: დისკრიმინაცია და თანასწორობა - ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია", "url":"https://www.quiz-maker.com/QRI15GL","txt":"ელექტრონული რესურსის გამოსაყენებლად შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი, თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ მესამე თავის პირველი თემის ციფრული ვერსია „დისკრიმინაცია და თანასწორობა. ყველა განსხვავებულია - ყველა თანასწორია“ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.ელექტრონული რესურსის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე. © Project Harmony, Inc., 2015ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ.ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., ამ გაკვეთილზე თქვენ გაეცნობით დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაძლევის საშუალებებს. დისკრიმინაცია სიტყვასიტყვით განსხვავებას ნიშნავს, მაგრამ ამ ცნებას გაცილებით რთული შინაარსი აქვს. იგი ადამიანთა განსხვავების საფუძველზე მათ შორის უსამართლო მოპყრობას, ძალადობას, დევნას, გადასახლებას, აკრძალვებს, ჩაგვრას გულისხმობს. დისკრიმინაციის ცნების არსის გააზრების მიზნით, გაგაცნობთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქის ძირითად ღირებულებას – ტოლერანტობას, ეს ცნება ხშირად დემოკრატიის სინონიმადაც იხმარება. ტოლერანტობის გაგება სხვადასხვა კულტურაში, მათი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, განსხვავებულია. ქართულში ტოლერანტობის სინონიმი შემწყნარებლობაა. საქართველო ცნობილია თავისი ტოლერანტული განწყობით. აქ საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მართლმადიდებლური, სომხური, კათოლიკური ტაძრების, ებრაული სინაგოგის, მუსლიმანური მეჩეთის ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობა. დროთა განმავლობაში მსოფლიო კულტურებში არსებულ ტოლერანტობის ზნეობრივ ღირებულებებს დაემატა პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნები და შეიქმნა „ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია“, რომლის მიხედვითაც ტოლერანტობა არის მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების, ამ კულტურებში არსებული სხვადასხვა ღირებულების გამოხატვის ფორმების, განსხვავებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარება. ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ხელს უწყობს განათლება, კომუნიკაცია, აზრის თავისუფლად გამოთქმის უნარი, შეგნება და რწმენა. ტოლერანტობა არის განსხვავებათა ჰარმონია. იგი არ არის მხოლოდ მორალური მოვალეობა, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა. ტოლერანტობა არის მაღალი ზნეობრივი მოვალეობა, რომელიც ღირსებას უტოლდება. იგი ხელს უწყობს მშვიდობას და შესაძლებელს ხდის ომის კულტურის მშვიდობის კულტურით ჩანაცვლებას. აღნიშნული დეკლარაცია 1995 წლის 16 ნოემბერს, მსოფლიოს 185-მა სახელმწიფომ მიიღო. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ტოლერანტობის ცნების „ხერხემალი“ ადამიანის უფლებების პატივისცემაა. ტოლერანტობა ხელს უწყობს პლურალიზმს და კანონიერების დამკვიდრებას, რაც, როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, დემოკრატიის საფუძველია. ტოლერანტობა არ ნიშნავს შემწყნარებლობას სოციალური უსამართლობისა და კანონდარღვევის მიმართ. იგი არც გულგრილობასა და საკუთარი ინტერესების დათმობას გულისხმობს. შეუძლებელია ყველა სახის საქციელი მისაღები იყოს ჩვენთვის. ადამიანების ისეთი ქცევა, რაც სხვათა უპატივცემულობას გამოხატავს ან ზიანს აყენებს სხვას – მაგალითად: სიცრუე, ქურდობა – რა თქმა უნდა, ვერ იქნება შეწყნარებული. ასეთი ქცევის მიმართ ვერ ვიქნებით ტოლერანტულები. ასევე, ტოლერანტობა ნიშნავს, მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც სხვები გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ. ტოლერანტობის ცნების გააზრებაში ასევე დაგეხმარებათ მისი საწინააღმდეგო ცნების – არატოლერანტობის გამოვლინებების შესწავლა. არატოლერანტული ქცევის საფუძველს წარმოადგენს გარკვეული ადამიანების რწმენა, რომ მათი ხედვა, ღირებულებათა სისტემა, ცხოვრების წესი სხვებზე უკეთესია. ამგვარი დამოკიდებულება იწვევს განსხვავებული პიროვნების დისკრიმინაციას. შეუწყნარებლობა არა მარტო პიროვნებებს შორის იწვევს ძალადობას, არამედ – ეთნოსებსა და სახელმწიფოებს შორისაც. სახელმწიფოთა შორის ძალადობა ომით მთავრდება. ტოლერანტობის მთავარი არსი კი ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლაა. სწორედ არატოლერანტული ქცევა უშლის ხელს ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას. არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის გამოვლინებებია: სხვისი შეურაცხყოფა; დაცინვა; გარიყვა; ძალადობა; დაშინება, მუქარა; რასიზმი[1]– წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი ადამიანთა ჯგუფების შესახებ, ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით; ფაშიზმი – იდეოლოგია, რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისკენ; დამახასიათებელია ყოველგვარი დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვა, საკუთარი ერის განდიდება და მისი კულტურის უნიკალურობის მტკიცება; ექსპლუატაცია – ვინმეს ან რაიმეს უსამართლოდ, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება; იმპერიალიზმი  – სახელმწიფოს მიერ საზღვრებს მიღმა ძალაუფლების გავრცელება და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა; რელიგიური და კულტურული სიმბოლოების წაბილწვა; ვანდალიზმი – საზოგადოების ან კერძო პირის კუთვნილი კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაზიანება და განადგურება; განდევნა; აპარტეიდი[2]  – რასობრივი დისკრიმინაციის[3] ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რასობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთით გამოიხატება. რეპრესიები – სხვადასხვა სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა; გენოციდი[4]  – რომელიმე ეთნიკური, ნაციონალური, რელიგიური ან რასობრივი ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივ განადგურება.   რომ დავძლიოთ არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის შედეგი – ძალადობა, უნდა ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზები. ყველა არატოლერანტული ქცევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზი ნეგატიური სტერეოტიპები[5], წინასწარშეგონებები და ეთნოცენტრიზმია[6]. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე: ეთნოცენტრიზმი არის ეთნიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ტრადიციებისა და ფასეულობების გადაჭარბებული შეფასება და საკუთარი ჯგუფის უპირატესად წარმოდგენა. ეთნოცენტრიზმი ეთნოსებს შორის კონფლიქტს იწვევს. წინასწარშეგონებები – წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებები ხელს გვიშლის, რეალურად დავინახოთ და შევაფასოთ ადამიანები და მიმდინარე მოვლენები. წინასწარშეგონება არის ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ან მოვლენის გაცნობამდე, მოვლენის გააზრებამდე შექმნილი მცდარი აზრი, რადგან შემფასებელი საერთოდ არ იცნობს ან ცუდად იცნობს განსახილველ საკითხს. სტერეოტიპები არის შეხედულებები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვიყალიბდება ადამიანებზე, მოვლენებზე, ადამიანთა ჯგუფებზე.  „სტერეოტიპი“ ბერძნული სიტყვაა. სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი, „სტერეო“ ნიშნავს მყარს, მეორე, „ტიპოს“კი – ანაბეჭდს. სტერეოტიპი წარმოადგენს ადამიანის მიერ ქცევის ნორმების, ტრადიციების, სხვა ღირებულებების უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებებით შეფასებას. სტერეოტიპის შექმნის დროს ხდება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ ჩვენი მოსაზრების განზოგადება. საზოგადოება ხშირად უსამართლოდ ქმნის და სამუდამოდ აწესებს ზოგიერთ სტერეოტიპს, რომელიც ხშირად ხდება უსამართლო დევნისა და დისკრიმინაციის მიზეზი. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში ჩვენ განვაზოგადებთ ჩვენს შეხედულებას. ამ განზოგადების საფუძველს წარსულში მიღებული გამოცდილება, წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებში წაკითხული ამბები, ტელევიზიიდან ან ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისგან მიღებული ინფორმაცია, ნანახი კინოფილმები წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვიქმნით წინასწარ განწყობას პიროვნების მიმართ არა რეალურ ფაქტებზე, არამედ სტერეოტიპებზე დაყრდნობით. ხშირად ვექცევით სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელთანაც არ გვაქვს სისტემატური შეხება. ძველ ამერიკულ კინოფილმებში აფროამერიკელები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც უვიცები, ზარმაცები და მოძალადეები, რამაც ხელი შეუწყო აფროამერიკელების შესახებ მცდარი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას. სტერეოტიპის ნათელი მაგალითი გენდერული სტერეოტიპებია, როდესაც ქალები და მამაკაცები ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად არ მონაწილეობენ, მათი როლები თანაბრად არ ნაწილდება. განვიხილოთ საქართველოში დამკვიდრებული ერთ-ერთი გავრცელებული გენდერული სტერეოტიპი: ქალის ადგილი სახლშია, ქალის მთავარი მოვალეობა დიასახლისობაა. როგორ დავძლიოთ ეს და, საერთოდ, ნებისმიერი სტერეოტიპი? სტერეოტიპის დაძლევის მიზნით, უნდა შეაგროვოთ მაგალითები, რომლებიც აქარწყლებს სტერეოტიპს; უარი თქვათ ნეგატიურ სტერეოტიპზე; უკეთ გაიცნოთ იმ ადამიანთა ჯგუფის ტრადიციები, კულტურა და ა. შ. ვისზეც არის შექმნილი სტერეოტიპი. გენდერული სტერეოტიპი თანდათან იმსხვრევა. ქალის როლი და იმიჯი დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალა. ხშირად გვხვდება საქმიანი იმიჯის მქონე ქალი – ოფიციალურ სამოსში გამოწყობილი და საქმიანი მანერით. შესაძლოა, საქმიანი იმიჯის მქონე ქალბატონი სულაც არ იყოს დაკავებული ბიზნესით და მისი ქცევის მანერა და ჩაცმულობა მხოლოდ ილუზია იყოს. სწორედ ეს არის სტერეოტიპის მონათესავე ტერმინის – იმიჯის ძირითადი არსი. იმიჯი კონკრეტულ საგანზე, ადამიანზე ხელოვნურად, სპეციალურად შექმნილი წარმოდგენაა. იგი ხშირად ფაქტებს კი არ ეფუძნება, არამედ პრესტიჟს, ემოციებს, აზრებს და ა.შ. იმიჯი ხელს უშლის ობიექტის რეალურ აღქმას. იმიჯის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანია საქმიანი ადამიანისათვის. იმიჯს ფართოდ იყენებენ რეკლამაში, პროპაგანდაში[7]. „მასობრივი საშუალებები“ ხშირად, რეალური სახეების ნაცვლად, სწორედ სტერეოტიპებსა და იმიჯს იყენებენ. დისკრიმინაციას ხშირად იწვევს უცოდინრობა. რაც არ ვიცით, უცნაურად გვეჩვენება და ამიტომ გვეშინია განსხვავებულის. მას ეჭვის თვალით ვუყურებთ და ხშირად აგრესიულადაც ვეპყრობით.   ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკრიმინაცია შეიძლება გამოხატული იყოს განათლებისა და სოციალური მომსახურების მიღების შეზღუდვით, ადამიანთა იგნორირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებაში თანამონაწილეობის შეზღუდვით, დაცინვით, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ქალებისა და უმცირესობათა კარიერული წინსვლისათვის დამატებითი ბარიერების შექმნით. ხშირად უმცირესობათა ჯგუფები სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, დღეს კიდევ არსებობს რასისტული ორგანიზაციები: „თეთრი დანები“, „ნეონაცისტები”, ”სკინჰედები” (skinhead – თმაგადაპარსული) და სხვა, რომლებიც ღიად აცხადებენ თავიანთ დისკრიმინაციულ და რასისტულ შეხედულებებს.   სტიგმა დისკრიმინაციის კიდევ ერთი მიზეზი სტიგმაა[8]. სტიგმა არის მცდარი, „გაყინული“ შეხედულება, მიკრული იარლიყი, რომელიც იწვევს პიროვნების ან ჯგუფის მარგინალიზაციას[9], ანუ გარიყვას. სტიგმატირებული ადამიანის დისკრიმინაციას ხშირად მოსდევს კონფლიქტი და ძალადობა. სტიგმის შედეგად ხდება ადამიანის განდევნა საზოგადოებიდან.  სტიგმა მრავალგანზომილებიანი ცნებაა. იგი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციალური. სტიგმა გვხვდება საზოგადოებაშიც და ოჯახშიც. ჩვენ შეგვიძლია, ადვილად განვსაჯოთ და გავრიყოთ სხვა იმ მიზეზით, რომ ის ჩვენგან განსხვავებულია, მისი გვეშინია, ან არ მივიჩნევთ იმ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით. სტიგმის„მსხვერპლნი“ უმეტესად ხდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, გარკვეული დაავადების (მაგ., აივ\/შიდსის) მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ჯგუფების წევრები, დევნილები, ლტოლვილები და სხვ. მხოლოდ საზოგადოების ჯანსაღ დამოკიდებულებას შეუძლია, თავიდან აიცილოს სოციუმის გარკვეულ წევრთა სტიგმატიზაცია. ყოველმა პიროვნებამ უნდა გაითავისოს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იყოს იმ საზოგადოების წევრი, რომელშიც ცხოვრობს. აივ\/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც აივ\/შიდსს უკავშირდება, ნაწილობრივ, შიშისა და გაუგებრობის საფუძველზე განვითარდა. აივ-ის დიაგნოზი იწვევდა პანიკას, შიშსა და უმწეობის განცდას. დღეს ცნობილია, რომ უკვე შესაძლებელია შიდსის მკურნალობა და დაავადებულმა ადამიანებმა, შესაძლოა, მრავალი წელი იცოცხლონ. მიუხედავად ამისა, ზოგადად, დაავადებისა და ინფექციისადმი შიში კიდევ არსებობს, რაც ინფიცირებულთა მიმართ საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით არის განპირობებული. სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ეშინიათ თავიანთი სტატუსის გამჟღავნების; მათ ურჩევნიათ, თავი აარიდონ აივ\/შიდსზე გამოკვლევას, ეს კი ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. დაავადებისადმი ასეთი მიდგომა გამოიწვია საზოგადოების უარყოფითმა დამოკიდებულებამ ინფიცირებულების მიმართ. მაგალითად, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის გადასხმის შედეგად დაინფიცირდა ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალბატონი. მას აივ\/შიდსით დაავადებული ჩვილი გაუჩნდა. გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ სისხლის აღება მოხდა ე.წ. ფანჯარა პერიოდში. ეს ის პერიოდია, როდესაც აივ\/შიდსის ვირუსი დაფარულ სტადიაში იმყოფება. სწორედ ამან გამოიწვია ქალბატონის დაინფიცირება. სასამართლომ დაზარალებულს მცირედი კომპენსაცია მიანიჭა. ახლა ოჯახი ქალაქის გარეუბანში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ისინი არ მუშაობენ, მათ არავინ ეკონტაქტება. როგორ ავიცილოთ თავიდან სტიგმა?  სახელმწიფომ დაიწყო სტიგმასთან ბრძოლა. იგი კანონმდებლობებით ცდილობს „გარიყული“ ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში. მაგ., სახელმწიფომ გამოსცა „საქართველოს კანონი აივ ინფექცია\/ შიდსის შესახებ“, სადაც განხილულია სახელმწიფო პოლიტიკა დაავადების მიმართ. კანონი ავალდებულებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინფიცირებულთა უფლებების და ღირსების დაცვას. ამავე დროს, კანონმა უნდა უზრუნველყოს დაავადებულთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილება. სახელმწიფომ ასევე შეიმუშავა დევნილთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის სტრატეგიები. __________________________________________________________________ [1]რასიზმი – მოსაზრება, რომადამიანთაერთირასამეორეზეუკეთესია. [2]აპარტეიდი – რასობრივიდისკრიმინაციისერთ-ერთიფორმა, რომელსაცმმართველიფენაახორციელებსადგილობრივიმოსახლეობისმიმართ. [3]რასობრივიდისკრიმინაცია – ადამიანისთვისრასის, კანისფერის, წარმომავლობის, ნაციონალურიანეთნიკურიკუთვნილებისმიხედვითნებისმიერიშეზღუდვის, განსხვავების, გამონაკლისისანუპირატესობისმინიჭებისპროცესი. რასობრივიდისკრიმინაციისდროსხდებაპოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურულიანსაზოგადოებრივიცხოვრებისნებისმიერსხვასფეროშიადამიანისინდივიდუალურუფლებათადაძირითადთავისუფლებათა, თანასწორობისპრინციპებისაღიარებისადამისიგანხორციელებისშესაძლებლობებისუარყოფა, დაკნინება. [4]გენოციდი – საგანგებოსისტემატურიქმედებები (მკვლელობა, ფიზიკურიდაგონებრივიზიანისმიყენება, შობადობისშეზღუდვა, ბავშვებისძალადობრივიჩამოცილებამშობლიურიადგილებიდან), რაცმიზნადისახავსკონკრეტულიეთნიკური, პოლიტიკურითუკულტურულიჯგუფისგანადგურებასანმისიენის, რელიგიისადაკულტურისმოსპობას. [5]სტერეოტიპი – ადამიანებისანიდეებისძალზეგამარტივებული, განზოგადებულიდახშირადგაუცნობიერებელიაღქმა, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოსწინასწარშექმნილინეგატიურიაზრიდადისკრიმინაცია. [6]ეთნოცენტრიზმი – მოსაზრება, რომერთიეთნიკურიჯგუფისჯობსმეორეს. [7]პროპაგანდა – (ლათ. propa- ganda, სიტყვასიტყვითნიშნავს – ექვემდებარებაგავრცელებას) პროპაგანდისსაშუალებითადამიანებისშეხედულებებზე, აზრებზე, ზოგადადცნობიერებაზე, სხვადასხვასიმბოლოებისსაშუალებით (სიტყვით, ლოზუნგებით, მუსიკით, მედიასაშუალებებითდასხვ.) ხორციელდებაიდეურიზეწოლა. მიზნისმისაღწევადპროპაგანდისტი (პირი, რომელიცეწევაპროპაგანდას) გვერდსუვლისანამახინჯებსმნიშვნელოვანფაქტებსდაცდილობს, აუდიტორიასმიაწოდოსმხოლოდმისთვისმისაღებიინფორმაცია. [8]სტიგმა – ძველსაბერძნეთში: მონისანდამნაშავისსხეულზედასმულიდამღა. ადამიანისდანიშვნაუარყოფითიდამღით. [9]მარგინალი – სოციალურიჯგუფისგარეთმყოფი, გაძევებული.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker