აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
 
ტექსტილის კოლექციები საქართველოსა და მსოფლიოში
 
#იმეგობრემუზეუმთან
#საინტერესოფქტებიმუზეუმიდან

1. ექსპონატების ტიპოლოგიის მიხედვით ქვემოთ მოყვანილ რომელ ჯგუფს განეკუთვნება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი?
საბუნებისმეტყველო მუზეუმები
ხელოვნების მუზეუმები
ისტორიის მუზეუმები
ერთი კონკრეტული თემისადმი მიძღვნილი მუზეუმები
2. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დაცული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში?
ქსოვილების კოლექცია
ფერწერული ტილოების კოლექცია
ჭიის ბიოლოგიის კოლექცია
პეპლების კოლექცია
3. საქართველოს რომელ მუზეუმში არ არის დაცული ტექსტილის ნიმუშები?
მინერალების მუზეუმში
საქართველოს ხელოვნების სასახლეში
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში
4. აბრეშუმის რამდენი მუზეუმი არსებობს მსოფლიოში?
40 - მდე
100 - მდე
200 - მდე
300 - მდე
5. აბრეშუმის ყველაზე დიდი მუზეუმი მსოფლიოში
ვალენსიის აბრეშუმის მუზეუმი ესპანეთში
კომოს აბრეშუმის მუზეუმი იტალიაში
ჩინეთის აბრეშუმის ეროვნული მუზეუმი ჰანჯოუში
ანგკორის აბრეშუმის ფერმა/მუზეუმი კამბოჯაში
6. ლონდონის რომელი მუზეუმი ინახავს ტანსაცმლის ყველაზე დიდ კოლექციას მსოფლიოში? (ამ მუზეუმთან დაკავშირებულია ბრიტანეთის ერთერთი ყველაზე ცნობილი დედოფალი)
ბრიტანეთის მუზეუმი
ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი
ტეიტის გალერეა
საიმპერიო ომების მუზეუმი
7. ამერიკის რომელ მუზეუმშია ანა ვინტურის კოსტუმის ცენტრი, რომელიც აწყობს ყოველწლიურ ცნობილ გალა-ფესტივალს მუზეუმის კოსტუმის ინსტიტუტისთვის თანხების მოძიების მიზნით?
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი ნიუ-იორკში (MET)
სმითსონიანის მუზეუმების გაერთიანება ვაშინგტონში
კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი ოჰაიოში
ლოს ანჯელესის მოდის ინსტიტუტის მუზეუმი (FIDM)
8. საფრანგეთის რომელი ქალაქი იყო ევროპის მეაბრეშუმეობის ცენტრი XV-XIX საუკუნეებში? ამ ქალაქში დღემდე შენარჩუნებულია მქსოველთა ისტორიული უბანი და მუზეუმები
პარიზი
ლიონი
მარსელი
ტულუზა
0
{"name":"აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ტექსტილის კოლექციები საქართველოსა და მსოფლიოში #იმეგობრემუზეუმთან#საინტერესოფქტებიმუზეუმიდან", "url":"https://www.quiz-maker.com/QP7F7Q08W","txt":"1. ექსპონატების ტიპოლოგიის მიხედვით ქვემოთ მოყვანილ რომელ ჯგუფს განეკუთვნება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი?, 2. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დაცული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში?, 3. საქართველოს რომელ მუზეუმში არ არის დაცული ტექსტილის ნიმუშები?","img":"https://cdn.poll-maker.com/56-2249124/1.jpg?sz=1200"}
Powered by: Quiz Maker