თემა: როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია; რა არის „ბულინგი"

ელექტრონული რესურსის გამოსაყენებლად შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი
თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ მესამე თავის მეორე თემის ციფრული ვერსია „როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია; რა არის ბულინგი.“
მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.
ელექტრონული რესურსის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე. © Project Harmony, Inc., 2015
ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ.
ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს.

დისკრიმინაციაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით არატოლერანტული ქცევების ერთობლიობას, რომელსაც „ბულინგს” უწოდებენ. ტერმინი„ბულინგი” ნიშნავს ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ. ბულინგის სამი ტიპი არსებობს: ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური. ბულინგის დამახასიათებელი ქცევებია: დამამცირებელი ზედმეტი სახელების დარქმევა, დაცინვა, ჯგუფიდან ან საერთო საქმიანობიდან გარიყვა, უცენზურო სიტყვებით მიმართვა, ნივთების წართმევა, წერილობითი და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება, ხელის კვრა, მუშტებით ან ფეხით ცემა, ცილისწამება, „მსხვერპლის” უხერხულ, არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგდება, იძულება – იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.

ქართულში ბულინგის შესატყვისია: ჩაგვრა, შარიანობა, ჩხუბისთავობა, ყოჩობა. ბულინგი თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. რიგ ქვეყნებში ბულინგის მსხვერპლთ კანონი იცავს. სიტყვის ეტიმოლოგიას თუ ჩავუღრმავდებით, შესაძლებელია, ტერმინი ინგლისური სიტყვა“bull”-იდან მოდიოდეს, რაც ქართულად ხარს ნიშნავს. თუ პარალელს გავავლებთ ბულინგის მსგავსი შინაარსის მქონე ქართულ სიტყვასთან„ყოჩობასთან”, რომელიც სიტყვა „ყოჩიდან” მომდინარეობს, რაც ცხვრის ფარის წინამძღოლს ნიშნავს, მსგავსებას დავინახავთ. მართლაც, ხშირად მოძალადე, აგრესორი მოზარდი ცდილობს, უფროსად, ძლიერად გამოიყურებოდეს, წინამძღოლის ფუნქცია აიღოს. სამწუხაროდ, ლიდერის ამ საუკეთესო თვისებებს ძალადობის ინიციატორი ცუდად იყენებს. ხშირად ეუხეშება მასწავლებელს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას, თანატოლებს. აგრესორი მოზარდი ხასიათდება მოჭარბებული ენერგიით, საკუთარ თავზე გადამეტებული პოზიტიური ან ნეგატიური წარმოდგენით, სხვებზე ძალაუფლებისა და მბრძანებლობის სურვილით. მას უჩნდება შიში, რომ თვითონ გახდება ძალადობის მსხვერპლი. მოძალადეს სურს, მიიქციოს ყურადღება, უჭირს მეგობრობა, არ აქვს დანაშაულის განცდა, არ შეუძლია სხვისი თანაგრძნობა. ზოგჯერ ახალგაზრდები დაუფიქრებლად, გულუბრყვილოდ ახდენენ თავიანთი აგრესიული გრძნობების დემონსტრირებას. სამწუხაროდ, ამგვარმა ქმედებამ შესაძლებელია, გამოუსწორებელი ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი მიაყენოს „მსხვერპლს”.

მოზარდი – მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია თანატოლებისაგან. ხანდახან იგი შეიძლება იყოს შეუმჩნეველი, პატარა და სუსტი. „მსხვერპლი“ ხშირად გაურბის ხმაურიან თავყრილობებს. მას შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად გამორჩეული თვისებები. მაგალითად, იყოს სხვებზე ბევრად მაღალი ან დაბალი, მსუქანი ან გამხდარი, ღარიბი ან მდიდარი, წყნარი, კარგად სწავლობდეს.

გაეცანით და გაითავისეთ წესები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ გახდეთ ბულინგის მსხვერპლი ან თავად არ გახდეთ მოძალადე.

  1. იხელმძღვანელეთ ურთიერთობის ოქროს წესით: „არ მოექცეთ სხვებს ისე, როგორც არ გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ”;
  2. წარმოიდგინეთ თავი ძალადობის მსხვერპლის ადგილზე;
  3. მიიღეთ ყველა ისეთი, როგორიც არის; პატივი ეცით ყოველი ადამიანის ინდივიდუალობას;
  4. ისწავლეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზები.

ბულინგის და, ზოგადად, დისკრიმინაციის ყველა გამოვლინების დასაძლევად, უნდა შეიარაღდეთ ცოდნით, უნდა გამოიმუშაოთ კომუნიკაციის, დიალოგის წარმართვის, აქტიური მოსმენის, ემპათიის/ თანაგანცდის უნარ-ჩვევები და შეიქმნათ ნეგატიური დამოკიდებულება არატოლერანტული ქცევისადმი.

დისკრიმინაციის დაძლევის საუკეთესო საშუალებებია კომპრომისი  და თანამშრომლობა.

კომპრომისი

კომპრომისი[1] არის შუალედური წერტილი ორ ან რამდენიმე ექსტრემალურ მოსაზრებას შორის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორი ან რამდენიმე მოკამათე მხარე მზად არის, გარკვეული პოზიცია დათმოს საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად.

ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ კომპრომისს

როდესაც თანატოლებთან ან უფროსებთან ვკამათობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმის მიღწევა, რაც გვსურს, ყოველთვის არ არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ შევძლოთ კომპრომისის მიღწევა, ყოველთვის შევხედოთ სიტუაციას მოკამათე ადამიანის მხრიდანაც. თუ ყველა სადავო სიტუაციაში მოვახერხებთ კომპრომისის მიღწევას, მოვიპოვებთ ადამიანთა ნდობას და შემდგომში მათ მხარდაჭერასაც. დაეთანხმეთ ადამიანებს და აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ მათ მოსაზრებებს. არ გეგონოთ, რომ ეს ნიშნავს, თითქოს თქვენ მათ უპირატესობას აღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფლობთ კომპრომისის ხელოვნებას.

ასევე, დისკრიმინაციის დაძლევაში დაგეხმარებათ ადამიანის უფლებების ცოდნა.

გახსოვდეთ, დიალოგი დაგეხმარებათ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში.

როგორ წარვმართოთ დიალოგი?

  1. დიალოგი არის თანამშრომლობა, მისი მიზანია შეთანხმება;
  2. დიალოგის დროს ერთი მხარე უსმენს მეორეს, რომ გაიგოს და აღმოაჩინოს განსხვავებები პოზიციებს შორის;
  3. დიალოგი ხელს უწყობს განსახილველ საკითხზე მცდარი შეხედულების გამოვლენასა და შეფასებას;
  4. დიალოგის პროცესში მისაღებია პოზიციის შეცვლა;
  5. დიალოგი იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობას, იპოვო პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება, ვიდრე დაეთანხმო რომელიმე მხარის ორიგინალურ პოზიციას;
  6. დიალოგი ავითარებს მოვლენებისადმი შემოქმედებით, ობიექტურ, მრავალმხრივ დამოკიდებულებას;
  7. დიალოგი მოითხოვს ადამიანებისა და მათი იდეების პატივისცემას.

[1]კომპრომისი  – ურთიერთდათმობის გზით მიღწეული შეთახმება.

ტესტური დავალებები

ტესტური დავალებების მიზანია, განვამტკიცოთ სახელმძღვანელოს ამ თავში მოცემული მასალის დამუშავების შედეგად მიღებული ცოდნა. სავარჯიშოების შესრულებისას აირჩიეთ ერთი სწორი პასუხი.

მნიშვნელოვანია, სავარჯიშოს შესრულების შემდეგ განხორციელდეს ტესტის შესრულების პროცესში დაშვებული შეცდომების ანალიზი, ამისათვის საჭიროა დავასაბუთოთ, თუ რატომ აღმოჩნდა ესა თუ ის პასუხი სწორი ან არასწორი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი არგუმენტები ემყარებოდეს ობიექტურ მტკიცებულებებს, ანუ ტესტურ დავალებებთან ერთად მოცემულ თეორიულ მასალას.

შეგახსენებთ, რომ ტესტური დავალებების ძირითადი დანიშნულებაა, უკეთ გავიაზროთ თეორიული მასალა და შევძლოთ მისი დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან, ამდენად, ტესტის ავტორების მხრიდან სავარჯიშოებში გამიზნულად არის ჩადებული არასწორი ფორმულირებები, რომლებიც შესაძლოა უფრო  ცხოვრებისეული იყოს, მაგრამ არ იყოს თანხვედაში სამოქალაქო განათლების ღირებულებებთან.

1. ბულინგი, რომელიც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და არატოლერანტული ქცევების ერთობლიობაა:
ა) არის ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ.
ბ) არის ფიზიკურიდა/ან ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ.
გ) არის მხოლოდ ფიზიკური ძალადობა.
2. ბულინგის შემდეგი სახეობები არსებობს:
ა) ემოციური, სიტყვიერი, ფიზიკური.
ბ) სიტყვიერი, კულტურული, ფიზიკური.
გ) ფიზიკური, მორალური, კულტურული და კიბერ ბულინგი.
3. ბულინგის დამახასიათებელი ქცევებია:
ა) ცნობილი ვარსკვლავების ზედმეტსახელების დარქმევა, დაცინვა, ჯგუფიდან ან საერთო საქმიანობიდან გარიყვა, ნივთების წართმევა
ბ) უცენზურო სიტყვებით მიმართვა, წერილობითი და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება, ხელის კვრა, მუშტებით ან ფეხით ცემა
გ) ცილისწამება, „მსხვერპლის” უხერხულ, არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგდება, იძულება – იმოქმედოს კონკურენტების კულტურული ფასეულობების წინააღმდეგ
4. ქართულში ბულინგის შესატყვისია:
ა) შაირ-სიტყვაობა.
ბ) ჩხუბისთავობა.
გ) ყოჩაღობა.
5. ხშირად მოძალადე, აგრესორი მოზარდი:
ა) ცდილობს, უფროსად, ძლიერად გამოიყურებოდეს, წინამძღოლის ფუნქცია აიღოს. სამწუხაროდ, ლიდერის ამ საუკეთესო თვისებებს ძალადობის ინიციატორი ცუდად იყენებს.
ბ) ხშირად ეკამათება მასწავლებელს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას, თანატოლებს. შიშობს, რომ თვითონ გახდება ძალადობის თანამონაწილე.
გ) ხასიათდება მოჭარბებული ენერგიით, საკუთარ თავზე გადამეტებული პოზიტიური ან ნეგატიური წარმოდგენით, სხვებთან ერთად ძალაუფლებისა და მბრძანებლობის სურვილით.
დ) გამოხატავს სურვილს, გადაიტანოს ყურადღება დაჩაგრულებზე, უჭირს მეგობრობა, არ აქვს დანაშაულის განცდა, არ შეუძლია სხვისი თანაგრძნობა.
6. მოზარდი – მსხვერპლი:
ა) ხშირ შემთხვევაში გამორჩეულია თანამოაზრეებისაგან.
ბ) თავმდაბალი, პატარა და სუსტია, გაურბის უინტერესო თავყრილობებს.
გ) შეიძლება იყოს სხვებზე ბევრად მაღალი ან დაბალი, მსუქანი ან გამხდარი, ღარიბი ან მდიდარი, წყნარი, კარგად სწავლობდეს.
7. იმისათვის, რომ არ გახდეთ ბულინგის მსხვერპლი ან თავად არ გახდეთ მოძალადე:
ა) იხელმძღვანელეთ ურთიერთობის ოქროს წესით: „არ მოექცეთ სხვებს ისე, როგორც არ მოგქცევიან თქვენ”.
ბ) წარმოიდგინეთ თავი ძალადობის თვითმხილველის ადგილზე.
გ) მიიღეთ ყველა ისეთი, როგორიც არის, მაგრამ პატივი ეცით ერთსულოვნებას და რჩეულთა ინდივიდუალობას.
დ) ისწავლეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზები.უნდა გამოიმუშაოთ კომუნიკაციის, დიალოგის წარმართვის, აქტიური მოსმენის, ემპათიის/ თანაგანცდის უნარ-ჩვევები და შეიქმნათ ნეგატიური დამოკიდებულება არატოლერანტული ქცევისადმი.
8. კომპრომისი არის:
ა) გუნდური საუკეთესო ინტერესების დაცვის გზით მიღწეული შეთახმება, რომელიც დისკრიმინაციის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.
ბ) შუალედური წერტილი ორ ან რამდენიმე ექსტრემალურ მოსაზრებას შორის.
გ) მდგომარეობა, როდესაც ორი ან რამდენიმე მოკამათე მხარე მზად არის, რესურსები გააერთიანოს საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად.
9. სადავო სიტუაციაში კომპრომისის მიღწევით ადამიანთა ნდობის და შემდგომში მათი მხარდაჭერის მოპოვება, დათანხმება და პატივისცემის გამოხატვა ნიშნავს, რომ:
ა) თითქოს თქვენ მათ უპირატესობას აღიარებთ.
ბ) თქვენ ეწინააღმდეგებით კომპრომისის ხელოვნებას.
გ) თქვენ ფლობთ კომპრომისის ხელოვნებას, მაგრამ არ ნიშნავს, თითქოს თქვენ მათ უპირატესობას აღიარებთ.
10. დისკრიმინაციის დაძლევის გზაზე, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში, დიალოგი დაგეხმარებათ, რომლის წარმართვისათვის უნდა გვახსოვდეს, რომ:
ა) დიალოგი არის თანამშრომლობა, განსახილველ საკითხზე მცდარი შეხედულების გამოვლენისა და შეფასების საშუალება, რომლის დროსაც მისაღებია პოზიციის შეცვლა და მიზანია შეთანხმება.
ბ) დიალოგის დროს ერთი მხარე არ უსმენს მეორეს და ისე ცდილობს სამართალდამცავებს აუხსნას განსხვავებები პოზიციებს შორის, რათა მათი დახმარებით იპოვოს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება.
გ) დიალოგი ავითარებს მოვლენებისადმი შემოქმედებით, ობიექტურ, მრავალმხრივ დამოკიდებულებას, რომელიც მოითხოვს ისტორიის, კულტურის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემას.
{"name":"თემა: როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია; რა არის „ბულინგი\"", "url":"https://www.quiz-maker.com/QWMY2FS","txt":"ელექტრონული რესურსის გამოსაყენებლად შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი, თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ მესამე თავის მეორე თემის ციფრული ვერსია „როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია; რა არის ბულინგი.“ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.ელექტრონული რესურსის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე. © Project Harmony, Inc., 2015ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ.ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., დისკრიმინაციაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით არატოლერანტული ქცევების ერთობლიობას, რომელსაც „ბულინგს” უწოდებენ. ტერმინი„ბულინგი” ნიშნავს ფიზიკურ და\/ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ. ბულინგის სამი ტიპი არსებობს: ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური. ბულინგის დამახასიათებელი ქცევებია: დამამცირებელი ზედმეტი სახელების დარქმევა, დაცინვა, ჯგუფიდან ან საერთო საქმიანობიდან გარიყვა, უცენზურო სიტყვებით მიმართვა, ნივთების წართმევა, წერილობითი და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება, ხელის კვრა, მუშტებით ან ფეხით ცემა, ცილისწამება, „მსხვერპლის” უხერხულ, არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგდება, იძულება – იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. ქართულში ბულინგის შესატყვისია: ჩაგვრა, შარიანობა, ჩხუბისთავობა, ყოჩობა. ბულინგი თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. რიგ ქვეყნებში ბულინგის მსხვერპლთ კანონი იცავს. სიტყვის ეტიმოლოგიას თუ ჩავუღრმავდებით, შესაძლებელია, ტერმინი ინგლისური სიტყვა“bull”-იდან მოდიოდეს, რაც ქართულად ხარს ნიშნავს. თუ პარალელს გავავლებთ ბულინგის მსგავსი შინაარსის მქონე ქართულ სიტყვასთან„ყოჩობასთან”, რომელიც სიტყვა „ყოჩიდან” მომდინარეობს, რაც ცხვრის ფარის წინამძღოლს ნიშნავს, მსგავსებას დავინახავთ. მართლაც, ხშირად მოძალადე, აგრესორი მოზარდი ცდილობს, უფროსად, ძლიერად გამოიყურებოდეს, წინამძღოლის ფუნქცია აიღოს. სამწუხაროდ, ლიდერის ამ საუკეთესო თვისებებს ძალადობის ინიციატორი ცუდად იყენებს. ხშირად ეუხეშება მასწავლებელს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას, თანატოლებს. აგრესორი მოზარდი ხასიათდება მოჭარბებული ენერგიით, საკუთარ თავზე გადამეტებული პოზიტიური ან ნეგატიური წარმოდგენით, სხვებზე ძალაუფლებისა და მბრძანებლობის სურვილით. მას უჩნდება შიში, რომ თვითონ გახდება ძალადობის მსხვერპლი. მოძალადეს სურს, მიიქციოს ყურადღება, უჭირს მეგობრობა, არ აქვს დანაშაულის განცდა, არ შეუძლია სხვისი თანაგრძნობა. ზოგჯერ ახალგაზრდები დაუფიქრებლად, გულუბრყვილოდ ახდენენ თავიანთი აგრესიული გრძნობების დემონსტრირებას. სამწუხაროდ, ამგვარმა ქმედებამ შესაძლებელია, გამოუსწორებელი ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი მიაყენოს „მსხვერპლს”. მოზარდი – მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია თანატოლებისაგან. ხანდახან იგი შეიძლება იყოს შეუმჩნეველი, პატარა და სუსტი. „მსხვერპლი“ ხშირად გაურბის ხმაურიან თავყრილობებს. მას შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად გამორჩეული თვისებები. მაგალითად, იყოს სხვებზე ბევრად მაღალი ან დაბალი, მსუქანი ან გამხდარი, ღარიბი ან მდიდარი, წყნარი, კარგად სწავლობდეს. გაეცანით და გაითავისეთ წესები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ გახდეთ ბულინგის მსხვერპლი ან თავად არ გახდეთ მოძალადე. იხელმძღვანელეთ ურთიერთობის ოქროს წესით: „არ მოექცეთ სხვებს ისე, როგორც არ გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ”; წარმოიდგინეთ თავი ძალადობის მსხვერპლის ადგილზე; მიიღეთ ყველა ისეთი, როგორიც არის; პატივი ეცით ყოველი ადამიანის ინდივიდუალობას; ისწავლეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზები.   ბულინგის და, ზოგადად, დისკრიმინაციის ყველა გამოვლინების დასაძლევად, უნდა შეიარაღდეთ ცოდნით, უნდა გამოიმუშაოთ კომუნიკაციის, დიალოგის წარმართვის, აქტიური მოსმენის, ემპათიის\/ თანაგანცდის უნარ-ჩვევები და შეიქმნათ ნეგატიური დამოკიდებულება არატოლერანტული ქცევისადმი. დისკრიმინაციის დაძლევის საუკეთესო საშუალებებია კომპრომისი  და თანამშრომლობა.   კომპრომისი კომპრომისი[1] არის შუალედური წერტილი ორ ან რამდენიმე ექსტრემალურ მოსაზრებას შორის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორი ან რამდენიმე მოკამათე მხარე მზად არის, გარკვეული პოზიცია დათმოს საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად.   ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ კომპრომისს როდესაც თანატოლებთან ან უფროსებთან ვკამათობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმის მიღწევა, რაც გვსურს, ყოველთვის არ არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ შევძლოთ კომპრომისის მიღწევა, ყოველთვის შევხედოთ სიტუაციას მოკამათე ადამიანის მხრიდანაც. თუ ყველა სადავო სიტუაციაში მოვახერხებთ კომპრომისის მიღწევას, მოვიპოვებთ ადამიანთა ნდობას და შემდგომში მათ მხარდაჭერასაც. დაეთანხმეთ ადამიანებს და აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ მათ მოსაზრებებს. არ გეგონოთ, რომ ეს ნიშნავს, თითქოს თქვენ მათ უპირატესობას აღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფლობთ კომპრომისის ხელოვნებას. ასევე, დისკრიმინაციის დაძლევაში დაგეხმარებათ ადამიანის უფლებების ცოდნა. გახსოვდეთ, დიალოგი დაგეხმარებათ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში. როგორ წარვმართოთ დიალოგი? დიალოგი არის თანამშრომლობა, მისი მიზანია შეთანხმება; დიალოგის დროს ერთი მხარე უსმენს მეორეს, რომ გაიგოს და აღმოაჩინოს განსხვავებები პოზიციებს შორის; დიალოგი ხელს უწყობს განსახილველ საკითხზე მცდარი შეხედულების გამოვლენასა და შეფასებას; დიალოგის პროცესში მისაღებია პოზიციის შეცვლა; დიალოგი იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობას, იპოვო პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება, ვიდრე დაეთანხმო რომელიმე მხარის ორიგინალურ პოზიციას; დიალოგი ავითარებს მოვლენებისადმი შემოქმედებით, ობიექტურ, მრავალმხრივ დამოკიდებულებას; დიალოგი მოითხოვს ადამიანებისა და მათი იდეების პატივისცემას.   [1]კომპრომისი  – ურთიერთდათმობის გზით მიღწეული შეთახმება.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker